იპოვე მეზობელი ცუგოები მარტივად
დაამატე ფოტო და სახელი
ვერსია 1.0 (საცდელი ვერსია)
Dogify არის აპლიკაცია ძაღლების პატრონებისთვის: სეირნობისას მეზობლებს რუკაზე ხედავ და შეგიძლია დაეხმარო დაკარგულ ძაღლებს ან მოძებნო საკუთარი.
აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია 18 წელს მიღწეულ პირს.
მიუთითე შენი ელფოსტა, არავის გადასცე შესვლის მონაცემები. შენი ანგარიშიდან შესრულებულ მოქმედებებზე პასუხისმგებელი ხარ.
როცა „დაიწყე სეირნობა“ რთავ, სხვა მომხმარებლებს ეჩვენებათ შენი მიახლოებითი ადგილი (დაახლოებით 300 მეტრის სიზუსტით), ძაღლის სახელი და ფოტო. გამორთვისას ან 3 წუთის უმოქმედობისას შენი ძაღლი რუკიდან ქრება. ნებისმიერ დროს შეგიძლია გამორთო.
Dogify მომხმარებლებს არ ამოწმებს. უცნობ ადამიანს შეხვდი საჯარო ადგილას და ფრთხილად იყავი. უცნობ ძაღლთან, განსაკუთრებით აგრესიულთან, ახლოს არ მიხვიდე და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდი შესაბამის სამსახურს.
ნებისმიერ განგაშს ან განცხადებას შეგიძლია დააჭირო „დაარეპორტე“. როცა განცხადებაზე სამი სხვადასხვა მომხმარებელი დააფიქსირებს საჩივარს, ის რუკიდან ავტომატურად იმალება. წესების დარღვევისას ანგარიში შეიძლება შეიზღუდოს ან წაიშალოს.
სერვისი საცდელია და მოგეწოდება „როგორც არის“. არ ვაძლევთ გარანტიას, რომ დაკარგული ძაღლი ნაპოვნი იქნება, შეტყობინება დროულად მიგიღია ან ლოკაცია ზუსტია. კანონით დაშვებულ ფარგლებში არ ვართ პასუხისმგებელი მომხმარებლებს შორის ურთიერთობაზე ან დავაზე.
წესები შეიძლება შეიცვალოს. არსებითი ცვლილებისას ახალ ვერსიას აპლიკაციაში გამოვაქვეყნებთ.
სეირნობისას აქტიური ძაღლის სახელი, ფოტო და მიახლოებითი ადგილი ჩანს Dogify-ის შესულ მომხმარებლებს ახლომდებარე ტერიტორიაზე. SOS და ნანახი ძაღლის განცხადებები (ფოტოთი, ტექსტით და მითითებული კონტაქტით) ჩანს ყველა შესულ მომხმარებელს. შენი ელფოსტა სხვებს არ ეჩვენება.
მონაცემები ინახება Supabase-ის ღრუბლოვან სერვისზე. რუკის სურათებს ვიღებთ OpenStreetMap-ისა და CARTO-ს სერვერებიდან, ამიტომ ისინი შეიძლება ხედავდნენ შენს IP-მისამართს და რუკის იმ ნაწილს, რომელსაც უყურებ. სათაურის ფონტები იტვირთება Google Fonts-იდან.
ნებისმიერ დროს შეგიძლია წაშალო ანგარიში პროფილის გვერდიდან („ანგარიშის წაშლა“). წაიშლება ანგარიში, ძაღლის პროფილი, ფოტოები და შენი განცხადებები. მონაცემთა გამოთხოვის, შესწორების ან სხვა კითხვისთვის მოგვწერე.
შენს მონაცემებს რეკლამისთვის სხვა კომპანიებს არ გადავცემთ და არ ვყიდით.
სერვისი განკუთვნილია 18 წლიდან. თუ ფიქრობ, რომ არასრულწლოვანმა დარეგისტრირდა, მოგვწერე და ანგარიშს წავშლით.
კითხვები და საჩივრები: info@example.com